ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიზანია საქართველოში ინოვაციის ეკოსისტემის მხარდაჭერა — ტექნოლოგიური განათლების, სტარტაპებისა და მაღალღირებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობით.
ჩვენს შესახებ
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს თანამედროვე სივრცეს, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ტექნოლოგიას, მეცნიერებასა და განათლებას. ჰაბი შექმნილია იმისთვის, რომ ახალი თაობა მიიღოს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიებსა და პროგრამებში.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც იდეები ხდება რეალური შესაძლებლობები — სტარტაპებიდან მუზეუმამდე, საგანმანათლებლო პროექტებიდან ტექნოლოგიურ ეკოსისტემამდე.
ვქმნით გარემოს, სადაც იდეები გადაიქცევა რეალურ შესაძლებლობებად — ლაბორატორიები, სასწავლო პროგრამები და საზოგადოებრივი ინიციატივები ერთ კომპლექსში.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი აერთიანებს
nextronics-ის ლაბორატორიებს
ინტერაქტიულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს
tumo-ს კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრს
ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა და კომპეტენციის ცენტრს
საკონფერენციო, სატრენინგო და საერთო სამუშაო ზონებს
საერთაშორისო IT კომპანიებისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეებს
